გუნდი

ქეთევან ჭინჭარაძე, დამფუძნებელი და კვლევითი ხელმძღვანელი
ქეთევან ჭინჭარაძე არის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი და გეოპოლიტიკის მკვლევარი. "ცნობისთვის," ის დღეს ქართველ აუდიტორიას თავის საერთაშორისო გამოცდილებას, დასავლურ განათლებასა და გლობალურ ხედვას უზიარებს თანამედროვე ტექნოლოგიების, მონაცემებისა და ამბის თხრობის საშუალებებით.
როგორც მკვლევარი, ქეთევან სწავლობს ძალთა ბალანსს აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, ჰიბრიდული ომის ევოლუციას და დიდი ძალების პაექრობას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ქეთევანს ამ მიმართულებით ჩატარებული აქვს კვლევები აშშ-ს სამხედრო სასწავლებელში (U.S. Army War College), დენვერის უნივერსიტეტის “სიე ჩეუ-კანის სახელობის ცენტრში დიპლომატიისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის” და ვარშავაში მდებარე კაზიმეჟ პულასკის ფონდში, სადაც ის დღემდე კვლევითი თანამშრომელია. მის ანალიზს შეხვდებით ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა The Diplomat, Caucasus Watch, War Room, Modern War Insitute და სხვა.
ქეთევანი ასევე იყო პოლიტიკის მრჩეველი ასპენის ინსტიტუტის კონგრესის პროგრამაში, ვაშინგტონში, სადაც ის პირადად მუშაობდა აშშ-ს კონგრესის წევრების ინფორმირებაზე უმნიშვნელოვანეს უსაფრთხოების და განვითარების საკითხებზე — დაწყებული თავდაცვითა და ენერგეტით, დამთავრებული კლიმატური ცვლილებებითა და ხელოვნური ინტელექტით. მას 200-მდე კონგრესის წევრთან ერთად ხუთ კონტინენტზე აქვს გამართული მაღალი დონის შეხვედრები და უშუალოდ უმუშავია სამხრეთ ამერიკელ, აფრიკელ, ევროპელ და აზიელ ლიდერებთანაც.
ის საქართველოში მუშაობდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში (ნატო-ს ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა) და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ქეთევანს თავისი საქმიანობით მოპოვებული აქვს ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორიცაა აშშ-ს არმიის შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ ჯორჯ კეისის ლიდერობის სტიპენდია, PEO-ს საერთაშორისო მშვიდობის სტიპენდია და “უსაფრთხოების ახალი ლიდერის“ წოდება ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე. ის ხშირი სტუმარი და გამომსვლელია საერთაშორისო კონფერენციებსა და კონვენციებზე.
ქეთევანს ფლობს საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხს დენვერის უნივერსიტეტის ჯოზეფ კორბელის სახელობის სკოლიდან (სრული დაფინანსებით) და ორმაგ ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ფსიქოლოგიაში ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტიდან.
კონტაქტი: ketevan.fyi@gmail.com | LinkedIn