ჩვენს შესახებ

„ცნობისთვის“ ქართული სამოქალაქო-ტექნოლოგიური ინიციატივაა, რომელიც გლობალურ მოვლენებს ფართო კონტექსტში განიხილავს და საქართველოში მცხოვრებ აუდიტორიას მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების მაღალი ხარისხის გეოპოლიტიკურ ანალიზს სთავაზობს.

ჩვენი მიზანია, რთული საერთაშორისო პროცესები მკაფიო, სანდო და ყველასთვის გასაგები გავხადოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სიღრმისეული ანალიზის საშუალებით გაჩვენებთ არა მხოლოდ იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში, არამედ იმასაც, თუ რატომ ხდება და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს საქართველოზე.

ჩვენი საქმიანობის საყრდენია:

1. ხელმისაწვდომობა:
გვჯერა, რომ ცოდნაზე წვდომა უნდა ჰქონდეს ყველას. სწორედ ამიტომ, ჩვენს კონტენტს შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოდ (YouTube-ზე), მოისმინოთ პოდკასტად (Spotify-ზე) ან წაიკითხოთ სტატიად (fyigeo.com-ზე). არჩევანი თქვენზეა!

ფორმატების მრავალფეროვნებით ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს ვხდით, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ისე ყველასთვის, ვისაც სურს თავად აირჩიოს, სად, როდის და როგორ მიიღოს ხარისხიანი ინფორმაცია სწრაფ და დატვირთულ სამყაროში.

2. სანდოობა:
ჩვენ არ ვყვებით ყურმოკრულ ამბებს - ვამბობთ იმას, რაც დადასტურებულია. არ გკარნახობთ, რა ან როგორ უნდა იფიქროთ - გაწვდით სანდო წყაროებზე დაფუძნებულ ანალიზს, საბოლოო დასკვნა კი თქვენთვის მოგვინდია. ყოველი მასალა, სანამ თქვენამდე მოაღწევს, გადის გადამოწმების პროცესს. თუ შეცდომა მაინც აღმოაჩინეთ, გთხოვთ გვაცნობოთ, რადგან ინფორმაციის სიზუსტე ჩვენი პრიორიტეტია.

3. დამოუკიდებლობა:
ჩვენ არ ვათავსებთ დასპონსორებულ პოლიტიკურ კონტენტს. ეს გვაძლევს თავისუფლებას მოგაწოდოთ დაბალანსებული ანალიზი და ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ენდობით.


ჩვენი ძალა ჩვენი ერთგული აუდიტორიაა!

დარჩით ჩვენთან ერთად და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები ჩვენს საქმიანობაზე ნებისმიერ პლატფორმაზე.

ჩვენი კონტენტი

გამოგვყევით ყველა პლატფორმაზე