საიდუმლო იარაღი, რომელიც ირანში გამოსცადეს: დიდი სკანდალი შეერთებულ შტატებში
ომი ის აღარ არის, რაც გგონია. ტანკები, რაკეტები ან ათასობით ძლიერი შეირაღების ჯარისკაცი უკვე ნაკლებად წყვეტს ომის ბედს.
დღეს ბრძოლა იწყება იქ, სადაც ჩვენ თვალი არც კი მიგვიწვდება — მონაცემებში, ალგორითმებში, კოდებში.
წარმოიდგინე სისტემა, რომელიც მტერს ადამიანამდე ბევრად ადრე ამჩნევს, სცენარებს წამებში ითვლის და გადაწყვეტილებას იღებს მანამდე, სანამ ადამიანი საერთოდ რეაგირებას მოასწრებს.
ახლა წარმოიდგინე, რომ იგივე ტექნოლოგია შეიძლება ჩვენს წინააღმდეგაც გამოიყენონ, 24 საათიანი კონტროლისთვის.
ძალაუფლება სწრაფად გადადის ხელოვნურ ინტელექტზე — და იმარჯვებს ის, ვინც მას უკეთესად ქმნის და იყენებს.
როგორ იყენებენ AI-ს ომში დღეს, ვინ აკონტროლებს ამ ტექნოლოგიას და რატომ შეიძლება ეს იყოს ყველაზე დიდი გარდატეხა სამხედრო ისტორიაში?
ვინ დგას სამხედრო AI-ს მიღმა?
შეერთებულმა შტატებმა წლის ორი მთავარი ოპერაცია – ნიკოლას მადუროს დაკავება და მიმდინარე ომი ირანში, ხელოვნური ინტერელექტის ანუ AI-ს საშუალებით განახორციელა.
ამერიკელი სამხედროები AI-ს სამი ძირითადი მიმართულებით იყენებენ. პირველი - სამიზნეების იდენტიფიკაცია. AI-ს შეუძლია უზარმაზარი რაოდენობის სატელიტური და დრონული მასალები წუთებსა და წამებში გაანალიზოს, ამოიცნოს ახალი შენობები, დააფიქსიროს უცნაური გადაადგილების კანონზომიერება ან აქტივობა ობიექტებზე.
მეორე - სცენარების სიმულაცია. თანამედროვე ტექნოლოგიას შეუძლია უმოკლეს დროში დათვალოს რისკები და მოსალოდნელი შედეგები. “რა მოხდება თუ ამას ვიზამთ? თუ აქ დავარტყამთ — როგორ უპასუხებს მტერი იქ? და ასე შემდეგ. ასეთი სცენარის გადამუშავება AI-ს შეუძლია მილიონობით. შემდეგ, კი მათგან სტატისტიკურად ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტების გამორჩევა.
მესამე - სადაზვერვო ინფორმაციის კომპლექსური ანალიზი. AI აერთიანებს სიგნალებს, სენსორებს, ანგარიშებს და მონაცემებს ერთ მთლიან სურათში და მუდმივად ანახლებს ამ ინფორმაციას ახალი სიგანლების მიხედვით.
ამ სამი კომპონენტის შედეგი კი გადაწყვეტილების უპირატესობა.
ის, რასაც ადრე კვირები სჭირდებოდა სამხედრო დაგეგმვაში და ათობით მაღალკვალიფიციური სარდალი, დღეს ეს ხდება უსწრაფესად. მაგრამ ვინც აქტიურად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, მაგალითად ჩატბოტებს როგორიცაა ChatGPT, Gemini, Claud, თუ სხვა, კარგად ვიცით, რომ ისინი მარტივ შეკითხვაზე პასუხის დროსაც კი უამრავ შეცდომას უშვებენ. ხშირად ქართულად გამართული წინადადების დაწერაც კი უჭირთ.

თუ ChatGPT-ის მიერ მოწოდებულ უწყინარ ინფორმაციასაც ვერ ვენდობით ბოლომდე, მაშინ როგორ უნდა ვენდოთ მსგავს ტექნოლოგიას სამხედრო მიზნეების მისაღწევად?
პასუხი მარტივია: AI, რომელსაც მე და თქვენ ვიყენებთ, არ არის იგივე, რასაც სამხედროები იყენებენ. ეს, ალბათ, არც ისე გასაკვირია.
ზოგადად, ისტორიის მანძილზე, ომი, თავდაცვა და უსაფრთხოება, იყო და არის ინოვაციების ყველაზე დიდი მამძორავებელი ძალა. ინტერნეტიც სწორედ ამ მოტივით შეიქმნა და მას სამხედროები მანამდე იყენებდნენ, სანამ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი.
ვინ დგას ამერიკის სამხედრო AI-ს მიღმა? ყველაზე მთავარი მოთამაშეა კომპანია Anthropic-ი და მისი დიდი ენობრივი მოდელი - Claude.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პენტაგონმა სწორედ Anthropic-ის Claude-ი გამოიყენა ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში და შემდეგ, ირანში თავდასხმებისთვის.
Anthropic-ი არის პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა სპეციალური, ეროვნული უსაფრთხოების მიზნებზე მორგებული AI. გასულ წელს კი ამ კომპანიამ 200 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა ამერიკის თავდაცვის ანუ ომის დეპარტამენტთან. თუმცა, სულ რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის კორპორატიულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი დატრიალდა ამ თემის ირგვლივ.
Claud-ის სამოქალაქო და სამხედრო ვერსიები განსხვავდება, როგორც თავად მოდელით ანუ სოფთვეარით, ისე ტექნიკური ინფრასტრუქტურით, რაზეც ეს მოდელები მუშაობენ - ანუ ჰარდვეარით.
სამხედრო AI მუშავდება სპეციალურ მონაცემთა ცენტრში, სპეციალურ აპარატურაზე, სადაც მხოლოდ კლასიფიცირებული ინფორმაცია იგზავნება. ამ აპარატურის გამოთვლითი რესურსის 100% კი იხარჯება მხოლოდ ერთ მომხმარებელზე - პენტაგონზე. ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე მონაცემთა ცენტრიც კი ემსახურებოდეს ერთ მოთხოვნას.
რიგითი მომხმარებლების შემთხვევაში კი არის აბსოლუტურად პირიქით - ერთი მონაცემთა ცენტრი ემსახურება მილიონობით ადამიანს. ამ შედარებიდანაც მარტივად ჩანს, რომ სამხედრო AI ბევრად უფრო მძლავრია.

ირანში, 24 საათში, ათასი სამიზნის განადგურება შემთხვევითი არ არის. ეს მოხდა AI-ს დამსახურებით, რომელიც “მავენის ჭკვიანი სისტემის” სახელითაა ცნობილია.
ეს არის სისტემა, რომელიც ეკუთვნის კომპანია Palantir-ს და მუშაობს Anthropic-ის Claude-ის სპეციალური ვერსიით.
Palantir არის კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება დიდი მონაცემების ანალიზსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილების მიმღებ სისტემებში, მათ შორის სამხედრო ოპერაციებში.
ეს პლატფორმა აგროვებს უზარმაზარი რაოდენობის კლასიფიცირებულ მონაცემებს — სატელიტებიდან, დრონებიდან, სათვალთვალო სისტემებიდან და სხვა სადაზვერვო წყაროებიდან. სისტემა ჯამში 179-ი სხვადასხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ გადასცემს Claude-ს. Claud-ი ამ ინფორმაციას აანალიზებს და ინტერპრეტარებულ ვერსიას აგენერერიებს.
მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ თეირანში თითქმის ყველა საგზაო კამერა გატეხა, რათა თვალყური ედევნებინა, ვინ საით გადაადგილოდებოდა და როდის.
ომის პირველ დღეებში კი AI სისტემა რეალურ დროში აანალიზებდა და პრიორიტეტებს ანიჭებდა ირანის სამიზნეებს სამხედრო ოპერაციებისთვის — ადგენდა ზუსტ კოორდინატებს და ალაგებდა მათ მნიშვნელობის მიხედვით.
როგორც ხედავთ, სამოქალაქო AI და სამხედრო AI ერთმანეთისგან დღე და ღამესავით განსხვავდება. AI-ის გამოყენება ომში კი მხოლოდ შეერთებული შტატების საკითხი არ არის.
ნატომაც გააფორმა კონტრაქტი Palantir-თან გასულ წელს და ისიც მუშაობს თავისი Maven-ის მსგავს სისტემაზე. რა თქმა უნდა, ჩინეთიც არ დააყოვნებს.
Maven-ისა და Claude-ის გაერთიანება არის ისტორიული მომენტი. ის, რასაც ადრე კვირები სჭირდებოდა და ათასობით სამხედრო — ახლა რეალურ დროში ხდება, ადამიანების მინიმალური ჩარევით.
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი — Anthropic-ისა და Claude-ის უდიდესი წარმატებაა, დიდი ტექნოლოგიური გამარჯვება, AI, რომელმაც ომის წესები შეცვალა. მაგრამ, თავად Claud-ის შემქმნელები ასე არ აღიქვამენ.
საქმე ის არის, რომ Maven-ისა და Claude-ის ჰიბრიდული სისტემა გამოყენებული იყო მადუროს დაკავების ოპერაციაშიც და ბრძოლის ველის მიღმაც. AI-ს მთავრობა იყენებს მასობრივი ზედამხედველობისთვისაც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებში იმიგრაციის სააგენტოები მსგავსი ტექნოლოგიებით აკონტროლებენ შემოსულ ადამიანებს, რაც დიდ კრიტიკას იწვევს.
არსებული ინფორმაციით, Anthropic-ს ბოლომდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი მოდელი ასეთ რეიდებში გამოიყენებოდა.
სწორედ აქ იწყება დიდი პრობლემა, როდესაც ტექნოლოგიას ქმნი, მაგრამ ვერ აკონტროლებ მის გამოიყენებას.
ისტორიული სკანდალი
ვისაუბროთ ამერიკის სილიკონის ველის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სკანდალზე.
კომპანია Anthropic-მა, ამერიკის ომის დეპარტამენტთან ხელშეკრულების დადებისთანავე, განაცხადა, რომ კომპანიისთვის მიუღებელი იყო მათი AI-ს, Claud-ის გამოყენება ორი კონკრეტული მიზნით: ხალხზე მასობრივი ზედამხედველობისთვის და ავტონომიური იარაღების სამართავად. Claud-ის გამოყენებამ 2026 წლის სამხედრო ოპერაციებში კი ცხადყო, რომ კომპანიის პრინციპები დაირღვა. ამას მოჰყვა დიდი განხეთქილება.
Anthropic-ის ხელმძღვანელმა, დარიო ამოდეიმ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ახსნა ამერიკის ომის დეპარტამენტის ინტერესებთან კონფლიქტი. განცხადებაში ვკითხულობთ:
“ჩვენ [ანთროპიკი] მხარს ვუჭერთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კანონიერ საგარეო დაზვერვით და კონტრდაზვერვით მისიებში. მაგრამ ამ სისტემების გამოყენება მასობრივი შიდა ზედამხედველობისთვის შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან. AI-ზე დაფუძნებული მასობრივი ზედამხედველობა სერიოზულ და ახალ საფრთხეებს უქმნის ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.”
რაც შეეხება სრულად ავტონომიურ იარაღებს, ამოდეი განმარტავს:
“დღევანდელი მოწინავე AI სისტემები უბრალოდ არ არის საკმარისად სანდო სრულად ავტონომიური იარაღების მხარდასაჭერად. ჩვენ შეგნებულად არ გავცემთ პროდუქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკელ სამხედროებს თუ მშვიდობიან მოქალაქეებს.”
მაგრამ, ამერიკის ომის დეპარტამენტის განცხადებით, მათ აინტერესებთ მხოლოდ ისეთ AI კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც არ პრობლემა მათი ტექნოლოგიები გამოყენებული იყოს “ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის”. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, აშშ-ს მთვრობის თქმით, AI-ს გამოყენების ის მიმართულებები, რაზეც კომაპნია Anthropic-ს პრობლემები აქვს, არის კანონიერი.
თუმცა, ამოდეის განცხადებით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ “კანონმდებლობა ჯერ ვერ დაეწია ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდ შესაძლებლობებს.”
ამოდეი განმარტავს:
“მოქმედი წესების მიხედვით, მთავრობას შეუძლია საჯარო წყაროებიდან შეიძინოს ამერიკელების გადაადგილების, ინტერნეტში ქცევის და კავშირების დეტალური მონაცემები — ორდერის გარეშე. ეს პრაქტიკა თავად სადაზვერვო საზოგადოებამაც აღიარა, რომ კონფიდენციალურობის სერიოზულ პრობლემებს ქმნის და უკვე გამოიწვია ორპარტიული წინააღმდეგობაც კონგრესში.”
რა საკვირველია, ეს განცხადებები ტრამპის ადმინისტრაციას ვერ მოეწონებოდა და თებერვლის ბოლოს, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო სტრუქტურებს Claud-ის გამოყენება ეგრევე აუკრძალა. მეტიც, კომპანია გამოცხადდა “მომარაგების ჯაჭვის რისკად,” რაც იმას ნიშნავს, რომ Anthropic-ი ვეღარ აფორმებს თავდაცვის სექტორთან ვერანაირ კონტრაქტს. ეს კი კომპანიას ფინანსურად აზარალებს.
ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა X-ზე განაცხადა, რომ Anthropic-მა აჩვენა მასტერკლასი “ქედმაღლობასა და ღალატში.” მაგრამ, Claud-ი იმდენად არის ამ ეტაპზე ინტეგრირებული სამთავრობო ინფრასტრუქტურაში, რომ ამ პროცესს ექვსი თვე მაინც დასჭირდება.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, პენტაგონმა Claud-ის გამოყენება არა თუ შეწყვიტა, არამედ რამდენიმე დღეში ირანის ოპერაციების დაგეგმვაში გამოიყენა.
ამ მოვლენების პარალელურად მოხდა კიდევ ერთი სკანდალი.
Anthropic-ისა და ომის დეპარტამენტის დაპირისპირებიდან ეგრევე, ყველასთვის კარგად ცნობილი ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ, OpenAI-მ, ამერიკის მთვრობასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
კომპანიის ხელმძღვანელის, სემ ოლტმანის ამ განცხადებამ კი სულ რამდენიმე საათში, OpenAI-ის იმიჯს უდიდესი დარტყმა მიაყენა.
OpenAI იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც AI-ის უსაფრთხოებაზე აკეთებდა აქცენტს, სემ ოლტმანი ამერიკის კონგრესთანაც თანამშრომლობდა და უნდოდა ტექნოლოგიის ისეთი საკაცობრიო მიზნებისთვის გამოყენება, როგორიც არის კიბოს განკურნვა.
ამ კონკრეტულმა მომენტმა კი საზოგადოებას დაანახა, რომ OpenAI-საც ისეთივე კომერციული მიზნები ამოძრავებს, როგორც სხვა გიგანტებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კომპანიამ თავისი მისიის დებულებიდან სიტყვა “უსაფრთხოება” საკმაოდ დიდი ხნის წინ ამოიღო.
ამას მოჰყვა მომხმარებლების ბოიკოტი. ონლაინ სივრცეში დაიწყო #QuitGPT კამპანია და 2.5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ChatGPT-ს აპლიკაცია წაშალა. Claude-ი კი გახდა ნომერ პირველი უფასო აპლიკაცია ეფლის სისტემაში, გადმოწერების მიხედვით.
მილიონობით მომხმარებლის დაკარგვისა და დიდი რეპუტაციული ზიანის შემდეგ, სემ ოლტმანმა OpenAI-ის შეთანხმებას ომის დეპარტამენტთან უწოდა “ნაჩქარევი” და აღიარა, რომ ეს ყველაფერი “არც ისე კარგად გამოიყურება”. და სკანდალის ფონზე კონტრაქტის დებულებების შეცვლა და ცოტა გამკაცრებაც მოუწია. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
“ჩვენი პროდუქტი არ იქნება გამოყენებული შიდა ზედამხედველობისთვის შეერთებული შტატების პირებზე…”
“ჩვენი სერვისები არ იქნება გამოყენებული ომის დეპარტამენტის სადაზვერვო უწყებების მიერ, როგორიცაა NSA.”
“ამ უწყებებისთვის ნებისმიერი მომსახურების გაწევა საჭიროებს ახალ, ცალკე შეთანხმებას.”
მაგრამ, OpenAI-თან დაკავშირებული სკეპტიციზმი საზოგადებაში რჩება.
კომპანია Anthropic-მა ომის დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა. Anthropic-ი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მასზე “უკანონო ზეწოლას” ახორციელებს იმის გამო, რომ კომპანია ცდილობს შეზღუდოს თავისი ტექნოლოგიის სამხედრო გამოყენება. თავის მხრივ კი, ტრამპის ადმინისტრაცია კომპანიას ადანაშაულებს სამხედრო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში.
საქმე კვლავ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, რაც დიდ გაურკვევლობას ქმნის AI ინდუსტრიაში.
აუდიო ვერსია: