რა სურს ტრამპს სინამდვილეში: დაიბრუნებს პანამის არხს 2025 წელს?
ბოლო ხანებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პანამის არხზე ალაპარაკდა. ის ამბობს, რომ არხი შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს, რადგან ამერიკელების აშენებულია და პანამისათვის გასული საუკუნის ბოლოს საჩუქრად გადაცემა შეცდომა იყო. ტრამპი პანამის არხის ხელმძღვანელობას ასევე ამერიკული გემებისადმი არასამართლიან მოპყრობაში ადანაშაულებს.
ამ სტატიიდან კი გაიგებთ, რატომ უნდა დონალდ ტრამპს პანამის არხზე კონტროლის დაბრუნება?
პანამის არხის შექმნის ისტორია
პანამის არხი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტია, რადგან ის საშუალებას აძლევს გემებს გაჭრან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შემოვლის ნაცვლად. არხხი დაახლოებით სამ კვირას ზოგავს აზიიდან ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმავალი გემებისათვის და პირიქით.
შეერთებული შტატები პანამის არხის ყველაზე დიდი მომხმარებელია. დაახლოებით 70% გემებისა ან შტატებისკენ მიდიან, ან იქიდან მოდიან. არხი შეერთებული შტატების აშენებულია და ის, თავის დროზე, 375 მილიონი ამერიკული დაჯდა დაჯდა.
ბევრი ფიქრობს, რომ რაკი არხი ამერიკელების აშენებულია და მისი მომხმარებლების უმრავლესობასაც ამერიკელები წარმოადგენენ, მისი მფლობელობა და მმართველებაც ამერიკელების ხელში უნდა გადავიდეს.
საინტერესოა, თუ აშშ-მ ააშენა პანამის არხი და თავიდან მას ეკუთვნოდა, მაშინ, რატომ გაასხვისეს?
პანამის არხის აშენება იმ დროიდან წარმოადგენდა სანუკვარ მიზანს, როცა ევროპელებმა პირველად ამერიკის კონტინენტები აღმოაჩინეს. მსგავსი პროექტის განხორციელება პირველად ფრანგებმა სცადეს მე-19 საუკუნის ბოლოს.
პანამის არხის აშენების მცდელობა 1880 წელს დაიწყო, ფერდინანდ დე ლესეფსის ხელმძღვანელობით, რომელმაც ეგვიპტეში სუეცის არხი ააშენა. თუმცა, ცხრა წლის განმავლობაში დიდი პროგრესი არ ყოფილა და პროექტი გაკოტრდა. მალარიამ, ყვითელმა ცხელებამ, საშიშმა რელიეფმა, ჯუნგლების მკაცრმა სამუშაო პირობებმა და სხვა ტროპიკულმა დაავადებებმა სამუშაო ძალას სერიოზული ზიანი მიაყენეს. ზოგიერთი შეფასებით, ამ პროცესს 20,000-ზე მეტი სიცოცხლე შეეწირა.
შემდეგ, პანამის არხის მშენებლობით შეერთებული შტატები დაინტერესედა. მაშინ პანამა კოლუმბიის პროვინცია იყო და აშშ-ს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა კოლუმბიის მთავრობასთან სცადა მოლაპარაკება, რომელიც 1901 წელს კრახით დასრულდა.
ამ დროს ჩრდოლეთ პანამელები კოლუმბიისგან დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ და ამერიკამ საპასუხოდ მათ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, რათა რეგიონში გავლენა მოეპოვებინა. რუზველტმა პანამის ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროებზე აშშ-ის საომარ გემები გაგზავნა. ამერიკის დახმარებით და ნაწილობრივ იმის გამო, რომ კოლუმბიის ჯარებმა ვერ გადალახეს ჯუნგლების რთული პირობები, პანამამ 1903 წელს დამოუკიდებლობა სისხლისღვრის გარეშე გამოაცხადა და რუზველტს საშუალება მიეცა არხი აეშენებინა.
არხის მშენებლობა 1914 წელს დასრულდა და ის ამერიკის საკუთრება იყო 1999 წლამდე. მრავალი წლის მანძილზე პანამის არხი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გეოპოლიტიკაში. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, არხი საშუალებას აძლევდა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან მომავალ გემებს ადვილად გადაეკვეთა წყნარი ოკეანე. ცივი ომის დროს კი ამერიკა არხს კომუნისტების საბრძოლო გემების დასაბლოკად იყენებდა.
ამასობაში ამერიკის ხაზინაში შედიოდა სატრანზიტო გადასახადიც. 1977 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გადაწყვიტა არხი პანამისათვის გადაეცა, რამდენიმე ფაქტორის გამო.
პირველი - დიპლომატია. სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ბევრი ქვეყანა ამერიკას იმპერიად აღიქვამდა, განსაკუთრებით სამხედრო ბაზების გამო, რომლებიც პანამის არხს იცავდნენ. ამიტომ, არხის პანამისათვის გადაცემა ერთგვარი მეგობრულობის ჟესტი იყო.
მეორე მიზეზი საბჭოთა კავშირთან პაექრობა იყო. პრეზიდენტი კარტერი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო ნიკარაგუას ან სამხრეთ პანამას გარიგება დაედო საბჭოთა კავშირთან და შემდეგ კომუნისტებს აეშენებინათ მსგავსი არხი შეერთებული შტატების სიახლოვეს.
ამიტომ, 1977 წელს, კარტერი პანამას მოელეპარაკა, რომ არხი 20 წლის შემდეგ სწორედ მათ გადაეცემოდათ, რაც აღარ ხდიდა საჭიროს კიდევ ერთი მსგავსი არხის აშენებას საბჭოთა კავშირის მიერ. ამით კარტერმა საბჭოთა კავშირის გავლენის გაძლიერება აიცილა თავიდან.
მესამე - სამხედრო სტრატეგიულობა. პანამის არხი ოდესღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სამხედრო სტრატეგიისათვის, მაგრამ ატომური იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების ეპოქაში, არხის სამხედრო მნიშვნელობა გაუფერულდა. ამიტომ, კარტერმა გადაწყვიტა, რომ არხის შენარჩუნების ღირებულება ბევრად მაღალი იყო ვიდრე მოგება. XX საუკუნის მიწურულს კი, შეთანხმების თანახმად, ამერიკამ არხი პანამას დაუთმო.
ტრამპის ინტერესები და პანამის არხი
რაკი გავარვკიეთ 1977 წლის ხელშეკურების არსი, გადავიდეთ ტრამპის დღევანდელ პოზიციაზე.
ის ამბობს, რომ პანამა ხელშეკრულების ყველა პუნქტს არღვევს და ამერიკულ გემებს არასამართლიანად ექცევა.
პანამის მთავრობაც და არხის მმართველობაც ამ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. მათი განცხადებით ამერიკული გემები ზუსტად ისეთივე ფასებს იხდიან, როგორსაც სხვა ქვეყნები. პანამის არხის მმართველობა, ავრცელებს დეტალურ დოკუმენტს, სადაც ახსნილია, როგორ ითვლება თითოეული გემის და ტვირტის გატარების ღირებულება. ამაში შედის გემის ზომა, ტვირთის ზომა, ტრანზიტის დაჯავშნის დრო და ასე შემდეგ. თუ რომელიმე ამერიკული გემი მეტს იხდის, მხოლოდ კრიტერიუმებიდან და მათი ღირებულებიდან გამომდინარე.
მაგრამ, რამდენად მისაღები და ლოგიკურია ეს ფასები?
ხელშეკრულების თანახმად, პანამის არხით სარგებლობის ღირებულება უნდა დადგინდეს მისი შენახვის ხარჯების გათვალისწინებით, რაც საკმაოდ ძვირი პროცესია. მაგალითად, 2007-16 წლებში, არხის გაფართოებაში ხუთი მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რათა უფრო დიდი მოცულობის თანამედროვე გემებს გაევლოთ.
ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი არხით სარგებლობა საგრძნობლად გაძვირდა. 2023 წელს, ტრანზიტის საფასურმა 10%-ით მოიმატა.. არხზე მოთხოვდა კი იმდენად დიდია, რომ ხშირად გემების გავლისათვის ადგილებიც მიუწვდომელია.
საშუალო ზომის სატვირთო გემის სატრანზიტო ღირებულება დაახლოებით 280,000 ამერიკული დოლარის ფარგლებშია. დიდი ნავთობის გადამზიდისთვის საფასური კი შეიძლება ნახევარ მილიონს აღემატებოდეს.
2023 წელს, პანამის არხში წყლის დონემ დაიწია, რის გამოც ზოგიერთი გემი თვეობით ელოდებოდა თავის სატრანზიტო რიგს. ამ დროს პანამამ აუქციონის სისტემა შემოიღო, რაც საშუალებას აძლევდა კომპანიებს, რომ დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ, უფრო სწრაფად გაევლოთ არხი. აუქციონის პრინციპით კი არ არსებობს ფასებზე შეზღუდვა. მომსახურებას ის იყიდის, ვინც ყველაზე მაღალ საფასურს გადაიხდის. ერთ-ერთმა გადამზიდმა კომპანიამ კი ოთხი მილიონი ამერიკული დოლარიც კი გადაიხადა, რომ არხი რიგში ჩადგომის გარეშე გაევლო.
დაახლოებით ტრანზიტის სლოტების მეოთხედი აუქციონზე იყიდება. შეიძლება ეს კოლოსალურ თანხად ჟღერდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პანამის არხის გარეშე წყნარი ოკეანიდან მომავალი გემების უმრავლესობას სამხრეთ ამერიკის შემოვლა მოუწევს, რაშიც დამატებითი რესურსი და დრო დაიხარჯება, კომპანიებს მაინც უღირთ პანამის არხით სარგებლობა.
მაგრამ დონალდ ტრამპი, ჩემი აზრით, არა ფასების დისკრიმინაციაზე საუბრობდა ამერიკელებისათვის, არამედ არხის კოლოსალურ მოგებაზე და ზოგადად მაღალი ტარიფების გაუმართლებლობაზე.
2024 წელს, პანამის არხის შემოსავალი იყო ხუთი მილიარდი დოლარი, ამის 70%-კი იყო მხოლოდ მოგება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პანამის არხის მოგება გაორმაგდა, რადგან მას აქვს მონოპოლია და ისეთ ფასს დაადებენ სატრანზიტო მომსახურებას, როგორსაც უნდათ.მოგების რაღაც ნაწილი, ბუნებრივია, ისევ კომპანიაში ბრუნდება. თუმცა, გასულ წელს, $2.45 მილიარდი პანამის ხაზინაში შევიდა.
1977 წლის შეთანხმებაში არაფერი ნათქვამი იმაზე, რომ პანამას არ შეუძლია არხიდან მოგება მიიღოს, ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. მაგრამ, ტრამპის აზრით, პანამის არხით სარგებლობა ღირს საჭიროზე ბევრად ძვირი, რაც ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას.
ჩინეთის ინტერესები
ტრამპისთვის, პანამის არხში ფულზე მეტად მნიშვნელოვანი კიდევ ერთი, გეოპოლიტიკური ფაქტორია — ჩინეთი.
ხელშეკრულების თანახმად პანამა ნეიტრალური ზონაა, რომლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაც არავის შეუძლია. ტრამპი კი ფიქრობს, რომ არხის პოლიტიკური ნეიტრალობა რისკის ქვეშაა, მიუხედავად იმისა, რომ ამას პანამის მთავრობა უარყობს.
ამის მიზეზი კრისტობალისა და ბალბოას პორტებია, რომლებსაც ჰონგ-კონგში მდებარე კომპანა მართავს. ამ ორი პორტიდან ერთი არხის დასაწყისში, მეორე კი არხის ბოლოში მდებარეობს.
მსგავსი პორტები ძირითადად კომერციული ხასიათისაა, მაგრამ ამერიკა მაინც ეჭვის თვალით უყურებს ჩინურ პორტებს და მათ გავლენას გლობალურ ვაჭრობაში. ეს კი ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის არახალია. ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდა ჯო ბაიდენსაც.
ეს ღელვა უკავშირდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენას კერძო კომპანიებზე. ჩინური კანონმდებლობით, კერძო კომპანიები ვალდებულები არიან ითანამხშრომლონ მთავრობასთან, თუ ამის აუცილებლობა დადგება. აუცილებლობაში ძირითადად იგულისხმება ეროვნული უსაფრთხოება, თუმცა ჩინეთისათვის ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს ეკონომიკას, გეოპოლიტიკას, შიდა პოლიტიკას და ნებისმიერ სხვა რამეს, რაც კომუნისტური პარტიის ინტერესებს გაამყარებს.
პარალელისათვის, “ტიკტოკის” გარშემო დატრიალებული სკანდალი და მცდელობა, რომ “ტიკტოკი” იყიდოს სხვა დასავლურმა კომპანიამ, სწორედ აქედან მომდინარეობს.
წარმოიდგინეთ, ჩინეთსა და ამერიკას შორის ოდესმე სამხედრო კონფლიქტი რომ დაიწყოს, ჩინეთმა შესაძლოა მოახერხოს პანამის არხზე ტრანზიტის შეზღუდვა, რაც ამერიკას ძალიან ძვირად დაუჯდება.
ამერიკას ცალსახად აქვს პრობლემა არხის ფასებთან და ჩინეთის გავლენასთან, მაგრამ შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი პანამის არხის ხელახლა დასაკუთრებას?
აუდიო ვერსია