ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ილონ მასკის რეალური მიზნები პოლიტიკაში: მასკი ტრამპს დაუპირისპირდა?

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, ილონ მასკს, ახალი სამსახური აქვს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაში ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ანუ DOGE-ს ხელმძღვანელობს. ეს კი საკმაოდ საინტერესო აბრევიატურაა, რომელიც ჯერ ინტერნეტ მიმი იყო და შემდეგ კრიპტოვალუტის სახელი გახდა.

მასკის ამოცანა ბიუროკრატიისა და რეგულაციების შემცირებაა. მაგრამ მიდსი პოლიტიკაში ამ ფორმით ჩართულობა ამერიკელებისთვის საკმაოდ კონტროვერსიული აღმოჩნდა. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ნამდვილი პრეზიდენტი ილონ მასკია და არა დონალდ ტრამპი, რაც ტრამპის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.

რას ნიშნავს ილონ მასკის ჩართულობა ამერიკის მთავრობაში?

მილიონერების და გავლენიანი ადამიანების პოლიტიკით დაინტერესება არახალია, არც ამერიკაში და, არც საქართველოში. მაგრამ, ილონ მასკს აქვს აქამდე არნახული ძალაუფლება, რომელსაც სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს.

პირველი, მასკი არა მხოლოდ სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანია, არამედ მისი ქონება თითქმის ორჯერ აღემატება სიმდიდრით მეორე ადამიანს - ჯეფ ბეზოსს, რომელიც “ამაზონის” დამფუძნებელია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს განუზომელი ფინანსური რესურსი.

მეორე, მასკის მფლობელობაშია ონლაინ პლატფორმა X, ყოფილი “ტვიტერი”, რომელიც, როგორც თავად მასკი ამბობს, არის ნომერ პირველი გლობალური ინფორმაციის წყარო მილიონობით ადამინისთვის.

პირველი წყარო შეიძლება ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ნამდვილად არის. მაგალითად, ამ პლატფორმას იყენებენ მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მომღერლები და სხვადასხვა გავლენიანი ადამიანები.

მესამე, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სიახლოვე. ის არა მხოლოდ ახლოსაა ტრამპთან, არამედ მის კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული და ტრამპის მხარდამჭერებს საჯაროდაც მიმართავდა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მასკმა $250 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ტრამპის გამარჯვებისთვის, რაც იმასაც გულისხმობს დონალდ ტრამპი მასთან ვალშია.

ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ ილონ მასკი, ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რომელსაც ეს გავლენა არჩევნების გზით არ მოუპოვცებია.

ილონ მასკის გზა პოლიტიკამდე

ილონ მასკი თავს ნახევრად დემოკრატად და ნახევრად რესპუბლიკელად მიიჩნევდა. 2016 წელს, მან დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმა ჰილარი კლინტონს მისცა, ხოლო 2020 წელს - ჯო ბაიდენს.

ბოლო წლებში ის უფრო აქტიურად ალაპარაკდა თავის პოლიტიკურ ხედვაზე. მასკი გახდა სიტყვის თავისუფლებისა და მთავრობის ბიუროკრატიის შემცირების დიდი მხარდამჭერი. 2024 წლის ივლისში, ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ კი მასკმა ტრამპს ღიად დაუჭირა მხარი და მის კამპანიაში $250 მილიონზე მეტი დახარჯა.

რატომ შეიცვალა მასკმა პოლიტიკური გემოვნება ასე უცებ?

პრესაში საუბრობენ, რომ ილონ მასკის დაპირისპირება დემოკრატიულ პარტიასთან 2021 წლიდან იწყება. 2021 წელს, ჯო ბაიდენმა ამერიკაში ელექტრომობილების წარმოების ამბიციური გეგმა დასახა და თეთრ სახლში მოლაპარაკებებზე მიიწვია “ჯენერალ მოტორსი”, “ფორდი”, “სტელანტისი” და სხვა მსხვილი კომპანიები, “ტესლას” გამოკლებით.

თუმცა, ელექტრომობილები ამ კომპანიების გაყიდვებში შეერთებულ შტატებში მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. მაგალითად, 2021 წელს ელექტრომობილები ჯენერალ მოტორსის გაყიდვების მხოლოდ 1.5%-ს, ხოლო ფორდის გაყიდვების 1.3%-ს შეადგენდა, “სტელანტისი” კი ამერიკის ბაზარზე ჯერჯერობით არცერთ სრულად ელექტრომობილს არ ჰყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “ტესლა” დაარსების დღიდან მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს, ამ შეხვედრაზე არ იყო წარმოდგენილი, რაზეც მასკმა ღია უკმაყოფილება დააფიქსირა და თან, არა ერთხელ. მასკმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია “ტესლას” იგნორირებას უკეთებდა.

მაშინ გავცელდა ხმები, რომ მასკი ექსცენტრიული ქცევის ადამიანია და თეთრ სახლში ელექტრომობილების მწარმოებელთა შეხვედრაზე იმიტომ არ მიიწვიეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას მისი უცნაური და ზოგჯერ უხერხული საქციელის არიდება უნდოდა თავიდან. ბუნებრივია თვითონ ილონ მასკიც აცნობიერებს მისი ქცევის თავისებურებებს, რაზეც განაცხადა, რომ მიპატიჟების შემთხვევაში ის კარგად მოიქცეოდა თეთრ სახლში.

ნებისმიერ შემთხვევაში, “თეთრი სახლის” იგნორი და ბაიდენის დისტანციამ, მასკი გაანაწყენა და “თეთრი სახლის” მიმართ უარყოფითად განაწყო. ის გახდა ბაიდენის მიმართ კრიტიკული, რამაც კიდევ უფრო მეტად დააშორა ბაიდენი და მასკი. 2024 წელს კი მან ტრამპს საჯაროდ დაუჭირა მხარი. ამ მხარდაჭისთვის ტრამპმა ახალი დეპარტამენტით, DOGE-ის მმართველობით დააჯილდოვა.

ილონ მასკის საქმიანობა DOGE-ში

DOGE იშიფრება, როგორც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, თუმცა სახელწოდების მიუხედევად მას არ აქვს სამთავრობო დეპარტამენტის უფლებამოსილება. დეპარტამენტი ამერიკულ რეალობაში იგივეა, რაც სამინისტრო, თუმცა მასკის დაქვემდებარებაში მყოფი DOGE მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათის კომისიაა.

მასკი მას სათავეში ბიოტექნოლოგიების მეწარმე ვივეკ რამასუამისთან ერთად ჩაუდგა სათავეში. მათი საქმიანობა კი მოხალისეობრივია. მათი მისიაა გადახედონ სხვადსხვა გზებს, როგორ შეიძლება მთავრობამ დაზოგოს გადასახადების გადამხდელებისგან მიღებული შემოსავალი, თავდაცვიდან დაწყებული საზოგადოებრივი მაუწყებლით დამთავრებული.

მათ ასევე სურთ სამთავრობო სააგენტოების შემცირება 428-დან 99-მდე. მათი აზრით, ფედერალური მთავრობა უამრავ თანხებს არასაჭირო აქტივებებში ხარჯავს, ამიტომ ფედერალური დანახარჯები ორი ტრილიონით უნდა შემცირდეს, რაც ამერიკის ბიუჯეტის 30%-ია.

ვივეკ რამასუამი გამოეთიშა

ილონ მასკი ტრამპის ადმინსიტრაციაში ძალიან გავლენიანი ფიგურაა. საინტერესოა, რა განსაკუთრებული ხედვა და უნარები აქვს მას და რატომ აწუხებს ხალხს უმდიდრესი ბიზნესმენის პოლიტიკაში ასე ღრმად შეჭრა?

ილონ მასკის - გენიოსი?1

პირველ რიგში, ილონ მასკი ალბათ საუკუნის ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე, დიდი ინოვატორია. მაგალითად, მისმა ცნობილმა კომპანიამ “ტესლამ” მოახერხა ელექტრომობილების ყოველდღიურობაში დანერგვა. “ტესლა” 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი მანქანა გახდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანიაა.

ასევე გამორჩეულია მისი SpaceX-ი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს აწარმოებს, რაც კოსმოსში რაკეტების უფრო იაფს და მდგრადს ხდის. NASA ახლა SpaceX-ის რაკეტებს იყენებს ასტრონავტების კოსმოსში ტრანსპორტირებისთვის.

მასკის საბოლოო მიზანი კი ადამიანების მარსზე გამგზავრებაა, რადგან მას სჯერა, რომ ადამიანებს დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზეც შეუძლიათ ცხოვრება.

მას ასევე აქვს კომპანია ნეიროლინკი, რომელიც ცდილობს ტვინის ისეთი იმპლანტი შექმნას, რომლითაც ადამიანებს საშუალება ექნებათ თავიანთი ფიქრებით აკონტროლონ გაჯეტები, როგორიცაა მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა.

მეორე, ილონ მასკი ბავშვობიდან ძალიან ჭკვიანი ბიზნესმენია. 12 წლის ასაკში, მან შექმნა ვიდეოთამაში, რომელიც $500-ად ერთ-ერთ ჟურნალს მიჰყიდა. დედამისი იხსენებს, რომ მაშინ ილონს თავად გაუხსნა საბანკო ანგარიში, რადგან ილონს ასაკი არ უწყობდა ხელს.

აქედან მოყოლებული, მასკი დღემდე ქმნის სხვადსხვა კომპანიებს. მისი სიმდიდრე ნაწილდება სხვადასხვა მულტიმილიარდიან კომპანიაში: “ტესლა”, SpaceX, X, Neuralink, X AI, the Boring cCmpany (ითარგმნება, როგორც მოსაწყენი კომპანია). აქედან “ტესლას” და SpaceX-ის ერთობლივი ღირებულება ტრილიონ დოლარს აღემატება. მისი არნახული წარმატება კი მის მიდგომებსა და ხასიათს უკავშირდება, რასაც მის მესამე თვისებამდე მივყავართ.

მასკი ცნობილია განსაკუთრებული შრომისუნარიანობით და იგივეს ითხოვს თანამშრომლებისგანაც. როდესაც მან “ტვიტერი” იყიდა და X-ად გადააკეთა, თანამშრომლებს ღიად მძიმე შრომისკენ მოუწოდა.

მასკი ღრმადაა ჩახედული თავისი კომპანიის დეტალებში. განათლებით ფიზიკოსი და ეკონომისტი, თავისი კომპანიების მეცნიერულ მხარეს დროის 80%-ს უთმობს.

ილონ მასკი ასევე ეფექტური მარკეტოლოგია, რომელიც წარმატებით ყიდის თავის იდეებს, რაც კარგად ჩანს თუნდაც პლატფორმა X-ზე. ის ყურადღების მისაქცევად ხშირად იყენებს მიმებს ანუ გრაფიკულ შარჟებს, პირდაპირ და ხისტ ენას, რაც შემდეგ საზოგადოების განსჯის საგანი ხდება.

მეოთხე, ილონ მასკი ასევე ცნობილია თავისი კომპანიების მაღალი პროდუქტიულობით და დაბალი დანახარჯების შენარჩუნებით. მაგალითად, სხვა კომპანიებისგან გასხვავებით, “ტესლა” მანქანის ნაწილებს თვითონ არაწმოებს და მანქანებს კლიენტებზე ყოველგვარი შუამავალი ავტოცენტრების დახმარებით ყიდის. სწორედ შუა რგოლის არ არსებობით ახერხებს ტესლა ბაზარზე ფასების შენარცუნებას.

მასკისთვის უპირველესია პროდუქტიულობა და არა თუნდაც ზრდილობა. მაგალითად, ერთ-ერთ გამოჟონილ იმეილში, მასკი ტესლას თანამშრომლებს მოუწოდებდა შუა შეხვედრიდან წამოსულიყვნენ, თუ ამ შეხვედრას მათთვის სარგებელი არ მოჰქონდა. მისი თქმით, არა შუა შეხვედრის დატოვებაა უზრდელობა, არამედ დარჩენა და სხვისი დროის ფლანგვა.

მასკის სამუშაო ეთიკა და ხედვაა ის, რის გამოც ტრამპს იმედი აქვს მთავრობის გარდაქმნაში დაეხმარება.

მაგრამ, შეგიძლია მთავრობა მართო ისე, როგორც მართავ ბიზნესს?

მასკის გამოწვევები პოლიტიკაში

წარმატება ბიზნესში არ ნიშნავს წარმატებას მთავრობაში, სადაც ბევრი ისეთი საკითხის ცოდნაა საჭირო, რაც ბიზნესს არ სჭირდება.

ამასთან, ბევრი ეჭვობს, რომ მასკს ინტერესეთან კონფლიქტი აქვს ამერიკის მთავრობასთან. შეძლებს სამყაროს უმდიდრესი ადამიანი საჯარო ინტერესის თავის ბიზნესინტერესზე წინ დაყენებას?

მაგალითად, SpaceX-ის შემოსავლის დიდი ნაწილი მოდის ნასასთან და თავდაცვის დეპარტამენტთან კონტრაქტებიდან. ბოლო ათი წლის მანძილზე, SpaceX-ს მთავრობიდან 15 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მიღებული კონტრაქტებიდან, ამიტომ მასკს ცალსახად აქვს ფინანსური ინტერესი ამერიკის მთავრობასთან.

მას ბიზნეს გავლენები აქვს ამერიკის მიღმაც. პლატფორმა X, მასკს საშუალებას აძლევს შეზღუდოს პოსტები, რომელთა გავრცელებაც არ უნდა. შესაძლოა, მასკი სიტყვის თვისუფლების აღდგენაზე საუბრობდეს, მაგრამ X-მა, მასკის ხელმძღვანელობის ქვეშ ავტორიტარული მთავრობების ცენზურის მოთხოვნების 83% დააკმაყოფილა.

ასევე გასათვალისწინებელია რეგულაციები შეერთებულ შტატებში. მასკს ამერიკის სამთავრობო სააგენტოების შემცირება უნდა, მაგრამ რა ბედი ეწევათ სააგენტოებს, რომლებიც მასკის საქმიანობას არეგულირებენ?

მასკის კომპანიები არაერთხელ ყოფილან სამთავრობო გამოძიების და შემოწმების საგნები. მაგალითად, ამერიკის გზების უსაფრთხოების სააგენტო ამოწმებს ტესლას თვითმართვადი ფუნქციის უსაფრთხოებას. ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ ილონ მასკმა თავისი გავლენებით შეიძლება თავიდან აირიდოს მსგავსი ინსპექციები.

და ბოლოს, ხასიათი, რომელმაც მასკს წარმატება მოუტანა, შეიძლება წარუმატებლობის მომტანიც გახდეს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მასკი არაპროგნოზირებადი და ცვალებადი ხასიათის ადამიანია. თუ გახსოვთ, როცა მან “ტვიტერი” შეიძინა, თანამშრომლების 80% გაათავისუფლა, რამაც გამოიწვია რეკლამიდან შემოსავლის დაკარგვა და დეზინფორმაციის ხარისხის გაზრდა.

ილონ მაკს თავისი პროვაკციული მიდგომებით და განცხადებებით ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს ეხმარება მის იმიჯსაც და კომპანიებსაც.

მაგრამ იცით კიდევ ვის უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა? - დონალდ ტრამპს, ამიტომ უკვე ბევრი დებს ფსონს მათ შორის მოსალოდნელ კონფლიქტზე.

თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეძლებს ეს ორი დიდი ეგოს, თვითშეფასების და წარმატების მქონე ადამიანი ერთმანეთთან წარმატებით თანამშრომლობას?

აუდიო ვერსია: