ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

რუსეთის პროვოკაცია პოლონეთში? ნატოს პასუხი დრონების შეჭრაზე და ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები

6 სექტემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი და რუსეთი, “როგორც ჩანს, “ბნელ ჩინეთს შეუერთდნენ. საინტერესოა, რომ ეს განცხადება ამ კადრებს მოყვა, სადაც სამი უდიდესი ქვეყნის - ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის - ლიდერები, სიამოვნებით ურთიერთობენ ერთმანეთთან ტიანძინში, “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” ისტორიულ სამიტზე.

walking

ჯამში, ამ სამიტს 20-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი ესწრებოდა, მაგრამ მსოფლიო ყურადღება პატარა დეტალებმა მიიქციეს, როგორიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელჩაკიდებული სიარულია. ისინი პირდაპირ მიემართებიან ჩინეთის პრეზიდენტისკენ, ხელს ართმევენ ერმანეთს, ქმნიან მჭიდრო წრეს, და ღიმილით აგრძელებენ საუბარს.

ამის შემდეგ მოდი X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) წერს: “ყოველთვის სასიამოვნოა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა”. პუტინი კი მოდის “ძვირფას მეგობარს” უწოდებს.

ამასთან ერთად, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ ჩინეთი “ყოველთვის საერთაშორისო სამართლიანობას უჭერს მხარს, ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმსა და ძალაუფლების პოლიტიკას.” ბევრმა კი ეს შეერთებულ შტატების შეფარულ კრიტიკად აღიქვა.

რა არის “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია?”

რა არის “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია”? მისი მისია არც ისე გამოკვეთილია.

ის თავდაპირველად „შანხაის ხუთეულის“ სახელით ჩამოყალიბდა 1996 წელს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის დაშლამ ჩინეთს ერთდროულად ოთხი ახალი მეზობელი შესძინა — ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი. “შანხაის ხუთეული“ თავდაპირველად კონცენტრირებული იყო პოსტ-საბჭოთა საზღვრების დემილიტარიზაციაზე და ფაქტობრივად ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედებდა.

2001 წელს ამ ხუთეულს უზბეკეთი შეემატა, რის შემდეგაც ალიანსს “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია” ეწოდა. 2002 წელს ორგანიზაციამ შექმნა ანტიტერორისტული ერთეული, რომელსაც ეწოდა “რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურა,” რომლის მიზანიც ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა გახდა. ეს დანაყოფი შეიქმნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისა და ავღანეთის ომის შემდეგ სამომავლო ტერაქტებთან ბრძოლისათვის.

walking

მიუხედავად წევრობისა, 2000-2010-იან წლებში რუსეთი დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა ამ ორგაზნიზაციას, რადგან ბევრი მას ჩინეთის გავლენის გაძლიერების საშუალებად მიიჩნევდა ცენტრალურ აზიაში და, შესაბამისად, “დე-სე-თე-ს” ალტერნატივადაც. თუმცა, დღეს რუსეთი ამ სტრუქტურის მხარდამჭერია, რადგან “შანხაის თანამშრომბლობის ორგანიზაცია” აღიქმება არა მხოლოდ, როგორც ჩინეთის გავლენის ინსტრუმენტი, არამედ როგორც ერთობლივ პლატფორმა ამერიკული გავლენების დასაბალანსებლად.

2017 წელს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ინდოეთი და პაკისტანიც შეუერთდნენ, როგორც სრულფასოვანი ხმის უფლების მქონე ქვეყნები, 2023 წელს — ირანი, ხოლო 2024 წელს ბელარუსი. დღეს ეს გაერთიანება თავისი ათი წევრით ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ორგანიზაციას წარმოადგენს გეოგრაფიის თვალსაზრისით, რომელიც მსოფლიოს ტერიტორიის დაახლოებით 24%-ს და მოსახლეობის 42%-ს მოიცავს. 2024 წლისთვის მისი ერთობლივი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა მსოფლიოს მთლიანი მაჩვენებლის 23%-ს, რაც აღემატება ევროკავშირის 17.5%-იან მაჩვენებელს.

walking

“შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია” წარმოადგენს ერთმანეთისგან განსხვავებული ელემენტების ნაზავს. ისევ ფუნქციონირებს მისი ანტიტერორსიტული სტრუქტურა, თუმცა მცირე ძალისხმევით. არსებობს ასევე მისი საბანკო კონსორციუმიც, რომელიც ეკონომიკურ კავშირებს უწყობს ხელს. ასევე შეიქმნა სტუდენტური გაცვლითი პრპოგრამა, რომელშიც 54 უნივერსიტეტია გაერთიანებული წევრი ქვეყნებიდან. ამის მიუხედავად, დღეს ეს გაერთიანება უფრო დიალოგის პლატფორმაა, ვიდრე თუნდაც BRICS-ის მსგავსი ორგანიზაცია, რომლის გაცხადებული მიზანიც დასავლური სისტემის დაბალანსებაა, თუნდაც დედოლარიზაციის მიმართულებით.

“შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტები იშვიათად თუ იქცევდა საერთაშორისო მედიისგან დიდ ყურადღებას, მაგრამ წლევანდელი სამიტი განსხვავებული აღმოჩნდა.

ინდოეთის და აშშ-ს ურთიერთობები

2025 წლის “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტი მნიშვნელოვანი სიმბოლოებით გამოირჩეოდა, რაც მიმდინარე ცვლილებებზე მიანიშნებდა გლობალურ უსაფრთხოებაში. განსაკუთრებით საინტერესოა ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რამაც ბოლო პერიოდში ახალი დინამიკა შეიძინა.

გავიხსენოთ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა. 2019 წელს, ტეხასის შტატში, ჰიუსტონში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთვის გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიღება, რაც კი შეერთებულ შტატებში ოდესმე უცხოელი ლიდერისთვის ყოფილა. 50,000-ზე მეტმა ადამიანმა მთელი სტადიონი გადაავსო, ინდური კულტურის აღსანიშნავად, პრემიერ მოდისთან და პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად. ამ ღონისძიებას კი Howdy Modi-ს ანუ “გამარჯობა მოდი”-ს სახელით იცნობენ.

მომდევნო წელს, ტრამპი საპასუხო ვიზიტით ინდოეთში გაემგზავრა “Namaste Trump“-ის ღონისძიებაზე, სადაც კიდევ უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა. ეს უმაღლესი დონის დიპლომატიური ვიზიტები კი ხაზს უსვამდა ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესს ორივე ქვეყნის მხრიდან.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეკონომიკური მიმართულებით. ინდოეთში ბოლო პერიოდში წარმოებისა და ექსპორტის ბუმია. ინდოეთს აქვს ამბიცია გადაიქცეს მსოფლიო წარმოების განუყოფელ ნაწილად. შეერთებული შტატები კი ინდოეთის პროდუქციისა და სერვისების ყველაზე მსხვილი მყიდველია.

walking walking

ინდოეთის ექსპორტი შეერთებულ შტატებში ბოლო ათი წლის მანძილზე გაორმაგებულია. ამავდროულად, ინდოეთიც მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის. არა მხოლოდ მისი ბირთვული მარაგების ან ეკონომიკური პოტენციალის გამო, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

ინდოეთი და შეერთებული შტატები, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად არიან “ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები,” რომელსაც ხშირად QUAD-ის სახელით მოიხსენიებენ.

ეს ალიანსი 2007 წელს შეიქმნა, რათა 2004 წლის ინდოეთის ოკეანეში მომხდარი დამანაგრეველი ცუნამის მსგავსი კატაკლიზმებთან ერთობლივად ებრძოლათ მომავალში. თუმცა, ამას მოჰყვა ერთობლივი “მალაბარის სამხედრო საზღვაო წვრთნები”, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციის მიზნად ბევრი ჩინეთის მზარდი გავლენების დაბალანსებას მიიჩნევდა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის არეალში.

ჩინეთთან მიმართებით დიპლომატიური გაურკვევლობის ფონზე, 2008 წელს, ავსტრალია გამოეყო ამ შეთანხმებას, თუმცა 2017 წელს ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, ავსტრალია ისევ შეურთდა ამ გაერთიანებას.

ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადაში მიღწეული ეს პროგრესი კი მისი მეორე ვადისას კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ინდოეთი გახდა ტრამპის ტარიფების სამიზნე და შეერთებული შტატების ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ.

ტრამპის ადმინისტრაციამ ინდურ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რიცხვია ისტორიაში. ეს ტარიფები კი შედგება ორი თანაბრად დამაზარალებელი ნაწილისგან.

პირველი არის 25%-იანი, ე.წ. “რეციპროკული” ანუ შებრუნებული ტარიფები, რაც ტრამპმა დააწესა ქვეყნებთან სავაჭრო დეფიციტის საფუძველზე. სავაჭრო დეფიციტი გულისხმობს სხვაობას კონკრეტულ ქვეყანასთან იმპორტსა და ექსპორტს შორის. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობს ინდოეთისგან, ვიდრე ინდოეთი შეერთებული შტატებისგან.

ეს ტარიფი მნიშვნელოვნად დააზარალებს ინდური ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა საექსპორტო საქონლის წარმოებას, რადგან ტარიფები აძვირებს ექსპორტიორებისთვის ინდური საქონლის ამერიკის ბაზარზე შეტანას. ამის შედეგად კი ინდური საქონელი ნაკლებად მიმზიდველი ხდება და კომპანიები ალტერნატივის ძებნას იწყებენ.

მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი ნახევარია.

მეორე ნახევარი — დამატებითი 25% — არის “სადამსჯელო“ ტარიფები რუსეთის ნავთობის შეძენისთვის, რომელიც ინდოეთს სულ ახლახანს, 27 აგვისტოს დაუწესდა.

8 სექტემბერს, ინდოეთის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ანანთა ნაგესვარანმა განაცხადა, რომ ამ ტარიფებს, ხანგრძლივობის მიხედვით, ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.5%-ით შემცირება შეუძლია წელიწადში. ეს კი ნიშნავს მილიარდობით დაკარგულ დოლარს, რაც შეიძლება მთელი წლის სოფლის მეურნეობის ან მცირე სექტორის წარმოების ტოლფასი იყოს.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასაჩქარებლად, ტრამპმა ინდოეთს ტარიფების გაუორმაგა, რათა რუსეთისათვის შეემცირებინა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლითაც კრემლი უკვე სამი წელია აფინანსებს უკრაინაში ომს.

უპრეცენდენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთი მაინც ახერხებს ნავთობპროდუქტების გაყიდვას. თუ 2025 წლის პირველი მეოთხედის მონაცემებს გადავხედავთ, რუსეთის ნავთობისა და კონდენსატის ყველაზე დიდი მყიდველები ჩინეთი და ინდოეთი არიან. ამიტომ, ტრამპი ინდოეთზე ტარიფების გაორმაგებას უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს პუტინთან ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ.

მაგრამ საინტერესოა, რატომ უწესებს ტრამპი ტარიფებს რუსეთის ნავთობის მეორე უმსხვილეს მყიდველს — ინდოეთს, და არა პირველ მყიდველს — ჩინეთს?

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

შეერთებული შტატები ბევრად უფრო დამოკიდებულია ჩინეთთან ვაჭრობაზე, ვიდრე ინდოეთზე. თუ ჩინეთი, 2024 წლის მონაცემებით, ამერიკის სიდით მეორე საიმპორტო პარტნიორია, ინდოეთი მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს. ექსპორტის მიმართულებითაც, ჩინეთი ამერიკის მესამე, ხოლო ინდოეთი მეთორმეტე პარტიორია. ამასთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკური და დიპლომატიური ქსელი ბევრად უფრო მსხვილი და კომპლექსურია იმისათვის, რომ ამერიკის ტარიფებმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე მოახდინოს გავლენა.

walking walking

მაგალითად, როცა ტრამპმა ჩინეთს 34%-იანი რეციპროკული საბაჟო გადასახადი დაუწესა, ჩინეთმაც იგივე ტარიფით უპასუხა. ხოლო, როცა ტრამპმა ჩინურ საქონელზე 145%-იანი საბაჟო გადასახადი დააანონსა, ჩინეთმაც 84%-ზე აწია ტარიფები ამერიკულ საქონელზე, რაც შემდეგ 125%-მდე გაზარდა. სავაჭრო ომის ესკალაციის შემდეგ კი, მხარეები 2025 წლის 10 ოქტომბრამდე დაზავდნენ. შეერთებულმა შტატებმა ტარიფები ჩინურ იმპორტზე 30%-ზე ჩამოიყვანა, ხოლო ჩინეთმა ამერიკულ იმპორტზე 10%-ზე.

ჩინეთს არ აშინებს ტარიფების ომი. ის აგრძელებს თავისი ძალისა და გავლენის გაფართოებას. ინდოეთი კი უფრო მეტად მოწყვლადია ამერიკის ტარიფებისადმი. თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ტრამპის ტარიფებს ინდოეთსა და რუსეთს შორის განხეთქილება არ გამოუწვევია.

ეს კი გვაფიქრებს: რეალურად რამდენად ეფექტიანია ინდოეთზე ზეწოლა საბაჟო გადასახადის გზით რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების წასახალისებლად?

აუდიო ვერსია: