ცოდნისთვის
“ცოდნისთვის” ახალი საგანმანათლებლო ინიციატივაა მათთვის, ვისაც გეოპოლიტიკის სიღრმისეულად შესწავლა, ამ სფეროში პროფესიული ცოდნის გაღრმავება და კარიერული განვითარება სურს.
თუ “ცნობისთვის” ფართო აუდიტორიას გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ მარტივ ენაზე მომზადებულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ანალიტიკას სთავაზობს, “ცოდნისთვის” განკუთვნილია მათთვის, ვინც გეოპოლიტიკას უფრო სერიოზულად და პროფესიული ინტერესით უყურებს.
ინიციატივა მონაწილეებს დაეხმარება გეოპოლიტიკური პროცესების საფუძვლიანად გააზრებაში, ანალიტიკური უნარების განვითარებასა და იმ ცოდნის მიღებაში, რომელიც ამ სფეროში პროფესიული გზის დასაწყებად ან გასაგრძელებლად არის საჭირო.
“ცოდნისთვის” ჩვენი პირველი პროექტია “იდეების ლაბორატორია” — ექვსკვირიანი პროგრამა, რომელიც დამწყებ პროფესიონალებს შესაძლებლობას მისცემს:
- ისწავლონ მაღალი ხარისხის ანალიტიკური სტატიის მომზადება;
- უშუალო ინტერაქცია ჰქონდეთ და პროფესიული კავშირები დაამყარონ სფეროს სპეციალისტებთან;
- მიიღონ შესაძლებლობა, საკუთარი ნაშრომები ჩვენს აუდიტორიას წარუდგინონ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე ღიაა. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეგისტრაციისთვის გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.