იდეების ლაბორატორია

იდეების ლაბორატორია

განაცხადის შევსება

გინდა გაიგო, როგორ იცვლება მსოფლიო — და ისწავლო, როგორ გააანალიზო ეს ცვლილებები პროფესიონალივით?

სწორედ ამისთვის „ცნობისთვის“ ახალ პროექტს — „იდეების ლაბორატორიას“ იწყებს 2026 წლის 19 სექტემბრიდან - 24 ოქტომბრის ჩათვლით.

„იდეების ლაბორატორია“ ექვსკვირიანი ონლაინ საგანმანათლებლო პროექტია საერთაშორისო ურთიერთობებითა და მომიჯნავე სფეროებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, გეოპოლიტიკურ მოვლენებს ანალიტიკოსის თვალით შეხედონ, საკუთარი მოსაზრებები ძლიერ არგუმენტებად აქციონ და იდეები ფართო აუდიტორიას გაუზიარონ.

პროექტის განმავლობაში მონაწილეები თავად შექმნიან ანალიტიკურ სტატიებს, განავითარებენ საკუთარ იდეებს, შეხვდებიან სფეროს პროფესიონალებს და მიიღებ ინდივიდუალურ უკუკავშირს.

პროექტი დაგეხმარება:

  • დაინახო მნიშვნელოვანი ტენდენციები რთული საერთაშორისო მოვლენების მიღმა;
  • დასვა საინტერესო და ეფექტური ანალიტიკური კითხვა;
  • მოიძიო, გადაამოწმო და შეაფასო სანდო ინფორმაცია;
  • შექმნა მკაფიო, დასაბუთებული და დამაჯერებელი არგუმენტი;
  • დაწერო და გამოაქვეყნო ხარისხიანი 750 - 1,200 სიტყვიანი ანალიტიკური სტატია ჩვენს პლატფორმაზე;
  • მიიღო პროფესიონალებისა და აუდიტორიის უკუკავშირი;
  • უკეთ დაგეგმო შემდგომი აკადემიური და კარიერული განვითარება;
  • გაიცნო თანამოაზრე ახალგაზრდები, მომავალი კოლეგები და სფეროში მოქმედი პროფესიონალები;
  • განავითარო პროფესიული პორტფოლიო, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებ აკადემიური პროგრამების, სტაჟირებებისა და სამუშაო შესაძლებლობებისთვის.

პროგრამის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ინგლისურად და ქართულად, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება „ცნობისთვის“ ვებგვერდსა და სოციალურ პლატფორმებზე, რომლებსაც საქართველოში 50,000-მდე მომხმარებელი ჰყავს.

ვისთვისაა პროექტი?

შემოგვიერთდი, თუ:

  • ხარ 18–25 წლის;
  • სწავლობ ბაკალავრიატზე ან ახლახან დაამთავრე უნივერსიტეტი;
  • გაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, უსაფრთხოება ან სხვა მომიჯნავე სფერო;
  • მზად ხარ, სექტემბერსა და ოქტომბერში კვირაში ერთი დღე საკუთარ განვითარებას დაუთმო;
  • გინდა, შექმნა პირველი პროფესიული ანალიტიკური ნაშრომი და შენი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნო;
  • ზუსტად ვერ აკმაყოფილებ ამ კრიტერიუმებს, მაგრამ მონაწილეობის სურვილი მაინც დიდი გაქვს.

„იდეების ლაბორატორიის“ პირველი ნაკადი სრულიად უფასოა, ადგილები კი შეზღუდული.

განაცხადი მიიღება 2026 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აპლიკანტების მოტივაციას ამ პროექტში მონაწილებისთვის.

როგორი იქნება ექვსკვირიანი გზა?

I აღმოაჩინე შენი მიმართულება

გაიცნობ პროგრამის მონაწილეებს, განსაზღვრავ საკუთარ ინტერესებს და პროფესიონალისგან შეიტყობ, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს კარიერა საერთაშორისო ურთიერთობებში.

პირველი კვირის ბოლოს უფრო მკაფიო წარმოდგენა გექნება საკუთარ პროფესიულ ინტერესებზე.

II შეხედე მსოფლიოს უფრო ფართო პერსპექტივიდან

ერთად განვიხილავთ თანამედროვე გეოპოლიტიკის მთავარ გამოწვევებს: დიდი სახელმწიფოების კონკურენციას, საერთაშორისო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს, კლიმატსა და გლობალურ განვითარებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ადგილს ცვალებად საერთაშორისო გარემოში.

ამ ეტაპზე შეარჩევ თემას, რომელზეც პროგრამის განმავლობაში იმუშავებ.

III იფიქრე ანალიტიკოსივით

როგორ მუშაობენ პროფესიონალი ანალიტიკოსები? რას აკეთებენ Think Tank-ები ანუ კვლევითი ცენტრები? როგორ შეიძლება ერთმა კვლევამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ან საზოგადოებრივ დისკუსიაზე მოახდინოს გავლენა?

ამ კვირას შეხვდები სფეროს პროფესიონალს, მოისმენ Think Tank-სა და კვლევით საქმიანობაში ჩართული ადამიანების გამოცდილებას, გაეცნობი პოლიტიკის ანალიზის პრინციპებს და შექმნი საკუთარი ანალიტიკური სტატიის მოკლე კონცეფციას.

IV აქციე იდეა ძლიერ არგუმენტად

ისწავლი, როგორ იქმნება ყურადღების მიმქცევი სათაური, მკაფიო შესავალი და დამაჯერებელი არგუმენტი. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით ჩამოაყალიბებ სტატიის სტრუქტურას და გადაწყვეტ, რომელი მტკიცებულებები გაამყარებს შენს პოზიციას.

კვირის ბოლოს გექნება დეტალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საკუთარ ნაშრომს დაწერ.

V გადააქციე დრაფტი ხარისხიან ანალიზად

პირველი ვერსია მხოლოდ დასაწყისია. ამ კვირაში აღმოაჩენ, როგორ იქცევა თავდაპირველი ტექსტი მკაფიო, გამართულ და დამაჯერებელ ანალიტიკურ სტატიად.

მიიღებ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, გააანალიზებ გავრცელებულ შეცდომებს და დასასრულისკენ წაიყვან 750-1,200 —სიტყვიან საბოლოო ნაშრომს.

VI წარადგინე შენი ანალიტიკა

დასკვნით კვირას მონაწილეები ერთმანეთს გააცნობენ საკუთარ ნაშრომს, ჩაერთვები საერთო დისკუსიაში და მიიღებ საბოლოო შეფასებას.

ასევე შეხვდები სფეროს პროფესიონალებს და შეიტყობ, როგორ გააგრძელო განვითარება საერთაშორისო ურთიერთობებში და როგორ გამოიყენო პროგრამის განმავლობაში მიღებული გამოცდილება კარიერული წინსვლისთვის.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდი ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე შეტყობინების სახით, ან მოგვწერე იმეილზე: ketevan.fyi@gmail.com

განაცხადის შევსება